Tuesday, April 19, 2011

კულტურა - ჩვენი სარკეა

კულტურა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.




მეთორმეტე საუკუნის გელათის ბიბლიის გვერდი აღწერს ქრისტეს შობას (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი თბილისში)






კულტურა ადამიანში გენეტიკურადაა (ბიოლოგიურადაა) დეტერმინირებული პოტენცია - იყოს კულტურის შემოქმედი, კვლავმწარმოებელი და გადამცემი, მაგრამ ამ პოტენციის რეალიზება მხოლოდ სოციალურ გარემოშია შესაძლებელი, რაც აუცილებელ პირობად ითხოვს კავშირს წინა თაობებიდან გადმოცემული სოციალური ცხოვრების გამოცდილებასთან და მთლიანად დამოკიდებულია სოციალიზაციის პროცესზე. როგორც რ. ბენედიქტი აღნიშნავდა, „კულტურა არ ეძლევა ადამიანს დაბადებიდან, არ არის ჩადებული ჩანასახოვან უჯრედებში როგორც კრაზანებთან ან ჭიანჭველებთან, არამედ ათვისებული უნდა იქნეს ყოველი ახალი თაობის მიერ უფროსთაგან შესწავლის გზით“. ანთროპოლოგ ე. ჰიობელის განსაზღვრებით, კულტურა არის „ინტეგრირებული სისტემა ქცევის შესწავლილი მოდელებისა, რომლებიც დამახასიათებელია საზოგადოების წევრთათვის და რომლებიც არ წარმოადგენენ ბიოლოგიური მემკვიდრეობის შედეგს“. ე. ტაილორი ხაზს უსვამს კულტურის სოციალურ ბუნებას. მისი სიტყვებით, „კულტურა შედგება ცოდნის, რწმენა-წარმოდგენების, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ზნე-ჩვეულებებისა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევისგან, რომლებიც შეძენილია ადამიანის როგორც საზოგადოების წევრის მიერ“. კულტურა შეიძლება მივიჩნიოთ ასევე ღირებულებათა, ქცევის ნორმათა და სტანდარტთა ერთობლიობად, რომელიც არეგულირებს ადამიანთა ურთიერთობებს ერთმანეთთან, საზოგადოებასა და ბუნებასთან. ფართო აზრით, კულტურის ცნება „ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი, არამედ შემოქმედება როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის მეშვეობით იგი ქმნის „ახალ სამყაროს“ და საკუთარ თავს“. კულტურა რის ყოველივე ის, რაც სოციალური მემკვიდრეობის შედეგია და რაც უზრუნველყოფს სოციალური გამოცდილების მემკვიდრეობითობას.

ძველ-ქალთური ასომთავრულიდავითგარეჯის მონასტერში წარწერა .

საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის მატარებელი ქვეყანაა, რაზეც მეტყველებენ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე, არსებულ ქართული სახელმწიფოებში (იბერია, კოლხეთი) განვითარებული იყო ოქრომჭედლობა და არქიტექტურა, (ვანი, უფლისციხე), ენეოლითის ხანაში ქართველი ტომები აწარმოებდნენ ლითონს, ბერძნული წყაროების და მითების მიხედვით კი კოლხეთი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო.

ისტორიული პერიოდების განმავლობაში ქართულ კულტურულ ტრადიციებს სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტრადიცია ერწყმოდა რაც უფრო მეტად ამდიდრებდა ადგილობრივ ცივილიზაციას. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ანტიკურმა კულტურამ ძველ საქართველოში (გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ქანდაკება, ვანი).

 ძველი ცნობებით ქართული ანბანი შექმნა ქართლის მეფემ ფარნავაზმა(ძვ.წელთაღრიცხვით 3-4 საუკუნე). მცხეთაში, არმაზისხევში აღმოჩენილია მეორე საუკუნის ორენოვანი ბილინგვა. ქართული დამწერლობის ნიმუში ნაპოვნია პალესტინაში და თარიღდება მე-5 საუკუნის 30-იანი წლებით. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერათა შორის უძველესია ბოლნისის სიონოს წარწერა (493—494).


წმინდა ნინოს ყურძნის მტევნის ჯვარი მეოთხე საუკუნიდან

 



პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი არის ჰაგიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები “შუშანიკის წამება” (მე-5 საუკუნე), რომლის ავტორია იაკობ ხუცესი, ცურტაველი.





ვეფხისტყაოსანის მანუსკრიპტი მეთექვსმეტე საუკუნიდან.




მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ, ქრისტიანულ კულტურას. ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ განსაკუთრებული აღორძინება განიცადა IX საუკუნიდან, როდესაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში(ტაო-კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია), ჩამოყალიბდა საეკლესიო-კულტურული ძეგლები: ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, იშხანი, ოშკი და სხვა. ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა გრიგოლ ხანძთელს,, რომელიც სათავეში ედგა სამონასტრო ცხოვრებას ამ მხარეში.







წმინდა გიორგი კლავს ურჩხულს (მეთხუთმეტე საუკუნიდან ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი)
























მცხეთის კათედრალის "სვეტიცხოველი", ერთ-ერთი უძველესი ორთოდოქსული ეკლესია საქართველოში

ქართული კულტურის რენესანსის ხანაა XII-XIII საუკუნეები. Aამ დროს აშენდა ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშები (გელათის, იკორთის, ბეთანიის, ქვათახევის ტაძრები, სვეტიცხოველი), დაიწერა არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუში შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. გელათის ეკლესიაში დაარსდა აკადემია, რომლის ხემძღვანელიც ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო.

















 მუდმივი ომიანობის და შემოსევების გამო, XVII-მდე ქართული კულტურა რეგრესს განიცდიდა. 1629 წელს გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. ამ პერიოდში აგრეთვე მოღვაწეობდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი დავით გურამიშვილი (1705-1792) (დავითიანის ავტორი), ასევე სულხან საბა ორბელიანი (სიტყვის კონა, სიბრძნე სიცრუისა) ვახტანგ მეექვსე, ბესიკი, არჩილი.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში საქრთველოში განსაკუთრებულად აღორძინდა მწერლობა, პოეზია და პუბლიცისტიკა (ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა ფშაველა და სხვა.)

ძველი თბილისი, ელენე ახვლედიანის იმპრესიონისტული ნახატი
 
რამდენიმე წლის წინ დმანისში არქეოლოგიურმა გათხრებმა აღმოაჩინა ევრაზიის ტერიტორიაზე პირველი ადამიანების თავისქალები, რომლებიც მიჩნეულნი არიან პირველ ევროპელებად და ცხოვრობდნენ მილლიონ რვაასიათასი წლის წინ.
ქართველები ყოველთვის ამაყობენ თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციებით და თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა, იგი ყოველთვის ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების პროცესში.


<iframe src="https://docs.google.com/document/pub?id=1q3aBYd8DbZWHdy-kvlZOXVhdWsWQ6BNV4jTn761Kw1M&amp;embedded=true"></iframe>




 გამოყენებული წყაროები:
www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=9984
კულტურა



No comments:

Post a Comment